ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ, როგორ ვაქციოთ საქართველო აღმოსავლეთის ლუქსემბურგად და გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა

ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ, როგორ ვაქციოთ საქართველო აღმოსავლეთის ლუქსემბურგად და გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა

access_time2021-11-24 00:30:00

ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული გეგმა ამის თაობაზე უახლოეს თვეებში იქნება წარდგენილი.




„ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში; ზაფხულში დავაანონსე, რომ აქტიურად ვამუშავებთ გონიოს პროექტს დ ამის თაობაზე რამდენიმე თვეში საზოგადოებას ვაცნობებთ. გონიოს პროექტი არის აბსოლუტურად სხვა. ჯერ ერთი, მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს. ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს. ამის თაობაზე გეგმას უახლოეს თვეებში წარმოვადგენთ. მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმაზე, ვარჩევთ საუკეთესო უცხოურ კომპანიებს, რომლებიც გააკეთებენ გონიოს განვითარების გენერალურ გეგმას და რეალურად ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ გონიოში. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის Gambling city უნდა გაკეთდეს, შეიძლება იყოს კაზინოებიც, ფინანსური ცენტრებიც, ბანკებიც, ოფისები, საცხოვრებელი აპარტამენტები, სასტუმროები და ა.შ. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი დრაივერი და მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული, ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. აქვე გეტყვით, რომ დაწყებული გვაქვს მუშაობა ფინანსურ ცენტრებზე, ერთ-ერთი კონსულტანტის მიერ მოწოდებული კონცეფციაა და ამაზეც ვმუშაობთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო და გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა, აღმოსავლეთის ლუქსემბურგად. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მალე გავაკეთებთ კონკრეტულ პაკეტებს და შემოთავაზებებს. ფინანსური ცენტრის შექმნა გვინდა ასევე თბილისშიც, ქუთაისშიც ტექნოლოგიური პარკის და AT-მიმართულებით დამატებითი ზონის შექმნაც და ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი მიმზიდველი პროდუქტის შეთავაზებას უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, - აღნიშნა პრემიერმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up