ირაკლი ღარიბაშვილი - ზურაბ აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი - ზურაბ აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი

access_time2021-12-28 03:00:00

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად შევარჩიე იმიტომ, რომ ის არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.



„ეკა ტიკარაძე მისი გადაწყვეტილებით გადადგა. მას მადლობა გამოვუცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მადლობა მას ამ საქმიანობისთვის, იმიტომ, რომ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მას მინისტრობა, პანდემიის დროს, ფაქტობრივად ორი წელი და მინდა მას წარმატება ვუსურვო.


რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს და ზოგადად, ჩემს გადაწყვეტილებას - მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს სამინისტრო არის უზარმაზარი. აქ შედის როგორც ჯანდაცვა, ასევე დევნილთა საკითხები, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, რომელიც საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, მმართველს, რომელიც ყველა მიმართულებას სათანადოდ დაალაგებს და მოიყვანს წესრიგში. რატომ შევარჩიე ზურაბ აზარაშვილი - იმიტომ, რომ ის არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. მე იგი დავნიშნე „დელტას" ხელმძღვანელად, შემდეგ თბილავიამშენის გენერალურ დირექტორად და ბევრი წარმატებული პროექტი ერთად განვახორციელეთ. მე მაშინ დავინახე ის უნარები, გონიერება, კეთილსინდისიერება, საქმისადმი დამოკიდებულება, მისი უნარები, რომ სიღრმეში ჩავიდეს და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. მთავარი მოტივაცია ისაა, რომ ეს სამინისტრო მართავს ბიუჯეტის თითქმის მესამედს - 6 მილიარდ ლარს. ახლა მე ვიწყებ ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა. მე ვცვლი სოციალურ პოლიტიკას. მე ვფიქრობ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა არის საზოგადოების პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეფორმას და გარდაქმნას. ევროპული გამოცდილება შევისწავლეთ. ჯგუფიც მყავდა გაშვებული ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთაც ჩამომიტანეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ევროპაში აპრობირებული და გამოცდილია. მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა - ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით, - ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა. თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ იმუშაოთ, შეეგუეთ სიღარიბეს და იცხოვრეთ მუდმივად სიღარიბეში. ეს არის კატასტროფა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ არის საშინელი დეპრესია, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობის განცდა ამ ადამიანებში. 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და სახელმწიფო მათ უხდის სოციალურ დახმარებას, რატომ? იმისთვის, რომ არ იმუშაონ. ეს დანაშაულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up