ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი ხელშეწყობით 247 000 ლარზე მეტით დაფინანსდა

ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი ხელშეწყობით 247 000 ლარზე მეტით დაფინანსდა

access_time2022-04-08 16:50:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში იმყოფებოდა, სადაც 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა - სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შპს „აგრო ბალავარმა“ და შპს „აგრო ბალავარი +“-მა ბაღის გაშენებისათვის 247,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მათ ასევე ისარგებლეს „შეღავათიანი აგროკრედიტით“, რომლის ფარგლებშიც სესხის ოდენობამ 768 500 ლარი შეადგინა. დამატებით, შპს „აგრო ბალავარ +“-მა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 35% თანადაფინანსებით 22 500 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღო.



მთავრობის მეთაურის თქმით, ფერმერების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროგრამების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.




როგორც ადგილობრივმა ფერმერმა, ქეთევან ისიანმა აღნიშნა, რომ არა სახელმწოფო დაფინანსება და ხელშეწყობა, ბაღების გაშენება დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული.



სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ ქვემო ქართლის რეგიონში ახალი, მრავალწლოვანი ბაღის გაშენება 3000 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აღემატება.



ქვემო ქართლის რეგიონში, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემულია 414 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება კი 61 მლნ ლარს აღემატება.



პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი იმყოფებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up