საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.