საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.