ირაკლი გილაურს „საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აღმასრულებელი დირექტორის კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა. აღმასრულებელი დირექტორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის მაისში იწურებოდა, თუმცა დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ის გახანგრძლივდა.
„საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური ამბობს, რომ ის ამაყობს იმ პროგრესით, რომელიც ორგანიზაციამ მიაღწია საქართველოს კაპიტალის ამ დონემდე მიყვანის საქმეში და მოხარულია იმ შესაძლებლობით, რათა დაეხმაროს კომპანიას შემდგომ ზრდაში.
ირაკლი გილაური „საქართველოს კაპიტალს“ 2018 წელს BGEO-ს გაყოფის შემდეგ ხელმძღვანელობს. მანამდე კი ის საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში იყო. 2006 წლის მაისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ირაკლი გილაურს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტი ეჭირა.