ირაკლი იაშვილი: შემოვიღოთ რეგულაცია, აუცრელმა არ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით

ირაკლი იაშვილი: შემოვიღოთ რეგულაცია, აუცრელმა არ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით

access_time2021-11-03 20:00:00

„ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ბოლო პერიოდში საკამოდ დამძიმდა ეპიდემიოლოგიური მდგომრეობა, მთავრობამ საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა გაატაროს.



ბიზნესმენი გამოსავალს „მწვანე ბარათების“ ამოქმედებაში ხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას „ლოქდაუნის“ გზით სიარული მოუწევს, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას,კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს.



“ბევრნაირი გამოცდილება არსებoბს, ევროპაში აქვთ უკვე ეს გამოცდილება, უკრაინამ აუცრელი საზოგადოების ტრანსპორტში ასვლა აკრძალა. ჩვენთან ასეთი რამე რომ გააკეთო, დაიწყება, რომ ადამიანების უფლებები ილახება და ასე შემდეგ. მე „მწვანე ბარათების“ ამოქმედების მომხრე ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ისევ „ლოქდაუნი“. მაშინ დავუბრუნდეთ შარშანწინდელ მდგომარეობას, დავხუროთ ყველაფერი და მოვსპოთ ბეწვის ხიდზე გავლილი ეკონომიკა, ახლა კიდევ რომ დავკეტოთ ვეღარც გავაღვიძებთ, ამას პირდაპირ გეუბნებით. აუცილებელია მკაცრი რეგულაციების შემოღება, სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ - აცხადებს იაშვილი.



მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა გაჩერდეს, არამედ, მხოლოდ იმან უნდა ისარგებლოს, ვინც ვაქცინირებულია ან ბოლო 3 დღის განმავლობაში PCR ტესტის შედეგად უარყოფითი პასუხი აქვს.




„ყველა ქვეყანამ რაღაც გზა გამონახა და ჩვენ ვერცერთი გზას ვერ დავადექით. დღეს ვართ სრულ უმოქმედობაში და უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. უმოქმედობის შედეგი და ალტერნატივა არის სრულ ჩიხში შესვლა. 6 000-ს აცდა დღიური ინფიცირების რიცხვი. გასაგებია, არ იცრება, მაგრამ დიდი ბოდიში და ნუ შევა ტრანსპორტში და დახურულ შენობაში, იაროს სუფთა ჰაერზე ფეხით, აბა რა გავაკეთოთ?“ - აცხადებს იაშვილი.



ბიზნესმენი აცხადებს, რომ მეორე ამბავია როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამაში გარკვეული ფინანსური რესურსები ჩაიდოს.



„ეს ემპირიული გამოცდილება მსოფლიომ შეიძინა. შარშან ევროპალიგაზე ფეხბურთის თამაშებს რომ ვუყურებდით, სტადიონი ცარიელი იყო, ახლა სავსეა და არავის პირბადე არ უკეთია. რატომ? იმიტომ რომ აიცრა ხალხი და შეეგუა ამ ამბავს, იცავენ რეგულაციებს და გავიდნენ ბოლოში. ჩვენ ალბათ ჯერ დასაწყისში ვართ. მთავრობამ ეს მკაცრად უნდა გააკონტროლოს. დასრულდა არჩევნები, ახლა უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, არამარტო ამ მიმართულებით, არამედ, ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა. დღეს არის საომარი მოქმედება, ეს არის ფორსმაჟორი, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღევვა,“ - აცხადებს იაშვილი.



შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.



გუშინ, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს მთავრობას მიმართა და „მწვანე ბარათების“ ამოქმედებისკენ მოუწოდა.



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up