ლარის გამყარება იმპორტირებული პროდუქტის ფასს დაწევს თუმცა ექსპორტისთვის კარგი არ არის

ლარის გამყარება იმპორტირებული პროდუქტის ფასს დაწევს თუმცა ექსპორტისთვის კარგი არ არის

access_time2022-02-04 17:00:26

ლარი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 4 თებერვალს თბილისის დროით 12:00 სთ-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.97-ს შეადგენდა. 3.00-ზე ქვემოთ ოფიციალური კურსი ბოლოს 2020 წლის 9 ივნისს დაფიქსირდა. თუ რა განაპირობებს ლარის გამყარებას და როგორ აისახება ეს იმპორტირებული პროდუქტის ფასებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. 


მისი თქმით  ლარის გამყარება შემცირებული მოხმარებით და ტურიზმის ამოძრავებით აიხსნება.


Რაც ახლა ხდება ამის ფუნდამენტური  ახსნა არის ის, რომ ქვეყანაში მოხმარება  აშკარად შემცირებულია, შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა და როგორც ამას მიმდინარე ანგარიშები გვეუბნება ჩვენი შიდა მოხმარების დაახლოებით 70- დან 80% - მდე  გარედან შემოგვაქვს, როდესაც ქვეყანაში მოთხოვნა იკლებს, მიწოდებაც იკლებს და ზეწოლა ლარზე, ანუ მოთხოვნა  დოლარზე  ისეთი  აღარ არის. პლუს  ამას შემოდინებები  /ტრანსფერები დიდია, ტურიზმიც მეტნაკლებად აღდგა, ამ ყველაფერს კი ლარის გამყარებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის. 


შემოდინება კარგია, მოხმარება შემცირებულია და მოთხოვნა დოლარზე შემცირებულია, სხვათა შორის მოთხოვნას ისიც ამცირებს, რომ ტრანსპორტირება,  განსაკუთრებით საზღვაო გადაზიდვები 5-6-ჯერ არის გაძვირებული, რის გამოც იმპორტი ფიზიკურად ვერ ხორციელდება და შესყიდვები არ ხდება. შემცირებულმა  მოთხოვნამ გამოიწვია ლარზე ნაკლები ზეწოლა და შემოვიდა დოლარი და მოთხოვნა - მიწოდება ახალ წერტილში გადაბალანსდა“, -  აღნიშნა ირაკლი იაშვილმა. 




ირაკლი იაშვილის თქმით ლარის გამყარება არ არის კარგი, რადგან ის ადგილობრივ მრეწველობას და  ექსპორტის გაზრდას ხელს არ უწყობს, მისივე თქმით ლარის გამყარება მხოლოდ იმპორტს უწყობს ხელს. 





„Მე რომ მკითხო ლარის გამყარება არ არის კარგი, იმიტომ რომ გამყარება ადგილობრივ მრეწველობას და ექსპორტის გაზრდას ხელს არ უწყობს და ამ თვალსაზრისით ეს ცუდია, ლარის გამყარება ხელს უწყობს იმპორტს, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია მაღალია და გუშინაც მაღალი ციფრი დაფიქსირდა ამ ნაწილში შეიძლება გამყარება კარგი იყოს. 




ის ფაქტიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ეროვნულმა  ბანკმაც  მონეტარული პოლიტიკა  გაატარა  და ფულის  ღირებულება  გზარდა  ,  შესაბამისად ეს  კიდევ ერთი  ფაქტორია,  რამაც ფულზე მოთხოვნა გაზრდა  და  სესხები  გაძვირდა, სწორედ  ამ ფაქტების ერთობლიობამ გამოიწვია ის რაც გამოიწვია. მთავარ პრობლემად  ეროვნულ ბანკს და მთავრობას ინფლაცია მიაჩნია და შესაბამისად ძირითადი  აქცენტი  გადატანილია  ეკონომიკის  საშუალო და  გრძელვადიან  განვითარებაზე , ახლა ინფლაციის ხანძარი აქვთ ჩასაქრობი.


დღევანდელი მდგომარეობა მოთხოვნა მიწოდების ბალანსით არის განპირობებული და როგორც ჩანს რამდენიმე თვე ესე იქნება, თუმცა როგორც აღვნიშნე ადგილობრივი წარმოებისთვის და ექსპორტისთვის კარგი არ არის”, -  აღნიშნა ირაკლი იაშვილმა. 



იაშვილის თქმით ამ ეტაპზე ლარის გამყარება ინფლაციაზე დადებით გავლენას მოახდეს და იმპორტირებულ პროდუქტზე ფასებს შეამცირებს, რადგან ლარის კურის გამყარდა და ნაკლები ლარი იქნება საჭირო იგივე პროდუქტის შესაძენად.




თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up