დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 31 მაისის მდგომარეობით, 18 სადაზღვევი კომპანიის აქტივები 1 მილიარდ 126 მილიონი ლარია, რაც 8%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით და 319,1 მლნ. ლარს შეადგენს.
2022 წლის 5 თვის განმავლობაში ფინანსურმა მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 399,5 მლნ. ლარი, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით გაზრდილია ანაზღაურებული ზარალები და შეადგენს 186 მილიონ ლარს. კომპანიების სადაზღვევო მოგება 77 მილიონ 300 ათასი ლარია, ზრდა 14%–ია. ხოლო წმინდა მოგება 9 მილიონ 400 ათასი ლარია,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საბჭოს სხდომაზე.
მან მოგების შემცირების მიზეზებიც განმარტა.
წმინდა მოგების შემცირება სადაზღვევო მოგების ზრდის ფონზე გამოწვეულია ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
business-partner.ge