ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის გამოწვევებს და მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის გამოწვევებს და მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს

access_time2021-12-15 23:50:00

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს და მიიღეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მიერ 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროქტის წარდგენის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა თანამომხსენებლის რანგში, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს დაეთმო.

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პასუხობს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც ჩვენი ეკონომიკის და მოსახლეობის წინაშეა,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


ირაკლი კოვზანაძემ გამოწვევებად და საჭიროებებად რამდენიმე საკითხი დაასახელა: მათ შორის, პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„პროექტი მოიცავს კოვიდ 19-თან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას, ასევე, მაღალ ხარჯებს მოსახლეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კუთხით. გადადგმულია ნაბიჯები ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების კუთხით, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ვისურვებდი დეფიციტის მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-ს,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ მოუწოდა ფინანსთა სამინისტროს 2022 საბიუჯეტო წლის განმავლობაში წარმოშობილი რეზერვი მიმართონ დეფიციტის შემდგომი შემცირების მიმართულებით.

„ეს იქნება თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საქმეში, ფასების ზრდის შეჩერების კუთხით,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up