„კოვიდპანდემიის შოკის შედეგებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს“.-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის I კვარტალის შესრულების ანგარიში განიხილეს.
„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, რომელიც ძირითადი ინდიკატორია და გვაჩვენებს რა სიტუაცია გვაქვს არა მხოლოდ ფისკალური არამედ მაკორეკონომიკური კუთხით - გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და გადასახადებიდან შემოსავლებმა 3.688 მლრდ ლარი შეადგენა.
იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4.826 მლრდ ლარი “-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან 4.266 მლრდ ლარი დაიხარჯა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 93.9%-ია, ანუ 276 მლნ ლარით ნაკლები.
დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა.