ირაკლი კოვზანაძემ მერსედეს ვერა-მარტინთან და სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ირაკლი კოვზანაძემ მერსედეს ვერა-მარტინთან და სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა

access_time2020-05-07 00:40:00

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერსედეს ვერა-მარტინთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს.



სავალუტო ფონდის ინიციატივით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით საქართველოსთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი რესურსი ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული საბიუჯეტო დახმარებიდან 201.3 მლნ დოლარი დღეს გადმოირიცხა. ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა მერსედეს ვერა-მარტინს ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის. თავის მხრივ, სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც სავალუტო ფონდისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას იღებს. მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, თანხა ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამების და ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება.



ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფასების სტაბილურობის საკითხებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე. საუბარი შეეხო საფინანსო სექტორის მდგრადობის საკითხებს, მათ შორის საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას.




გარდა ამისა, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ როგორ მუშაობს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის დროს. ირაკლი კოვზანაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია გარკვეული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც შემოსულია პარლამენტში. კერძოდ, „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც პენსიების ინდექსაციას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს გაკოტრების შესახებ კანონპროექტზეც.



როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, ყველა აუცილებელი კანონპროექტი დროულად იქნება მიღებული
„პანდემიამ ბუნებრივია, გავლენა იქონია პარლამენტის საქმიანობაზე, აპარატის თანამშრომლები დისტანციურად სახლიდან მუშაობენ, ამის მიუხედავად, ყველა აუცილებელი კანონპროექტი დროულად იქნება მიღებული “-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს საფინანსო და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up