მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იცოდეს მისი უფლებები და ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში - ირაკლი ლექვინაძე

მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იცოდეს მისი უფლებები და ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში - ირაკლი ლექვინაძე

access_time2023-03-15 16:00:09

15 მარტი, მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. 

 

 

შეხვედრის ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და აღსრულების მექანიზმები განიხილეს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას საკუთარ სექტორებში სხვადასხვა მარეგულირებელი უწყებები ახორციელებენ - საბანკო საფინანსო სექტორში - საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში - სემეკი, კომუნიკაციების სექტორში - კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, დაზღვევის სექტორში დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური. ყველა სხვა სექტორში მომხმარებლების უფლებების დაცვას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

 

 


„2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი მიიღო, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა. 1 ნოემბრიდან ჩვენ განაცხადების მიღება და განხილვა დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, სააგენტოში  180-მდე განაცხადია შემოსული, ხოლო საქმის შესწავლა 90 საკითხზე დაწყებული გვაქვს. ამ დროის მონაკვეთში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმდა 23 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს ჩვენ აქტიურად  ვაკვირდებით და უნდა აღინიშნოს, რომ 3 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს, იცოდეს რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, ვის მიმართოს. სწორედ ამ მიზნით, დღეს - 15 მარტს მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს ვმართავთ და ერთობლივ ფორმატში მიღებულ შედეგებს და სექტორში არსებულ გამოწვევებს განვიხილავთ, კანონმდებლობა მაქსიმალურად დაბალანსებულია და უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის დაცულობის მაღალ სტანდარტს, ასევე ბიზნეს ინტერესებს. კანონმდებლობა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა მიღებული, - განაცხადა კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და მოწვეულ სტუმრებს მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

 

 

კვირეულის დახურვის ღონისძიება, 17 მარტს, ქ. ბათუმი გაიმართება, სადაცა მარეგულირებელი უწყებები ადგილობრივ ბიზნეს სექტორს და მომხმარებლებს შეხვდებიან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up