ირაკლი ლექვინაძე - სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი

ირაკლი ლექვინაძე - სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი

access_time2022-09-14 16:00:00

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირება არის მოსალოდნელი, პროგნოზი კი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებას და ლარის კურსის გამყარებას უკავშირდება.


მისი თქმით, საწვავის ფასის შემცირება აგვისტოში დაიწყო და ეს ტენდენცია სექტემბერშიც ნარჩუნდება. კერძოდ, როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, აგვისტოში საწვავზე ფასი დაახლოებით, 30-40 თეთრით შემცირდა, სექტემბრის თვეში კი გარკვეულმა კომპანიებმა საწვავის საფასური 5 თეთრის ფარგლებში შეამცირეს.


„აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა. ეს ეხება პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავს. სექტემბრის თვეში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული აქვს დაახლოებით, 5-თეთრიან შუალედში, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში არის, რომ ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით,“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.


მისივე განცხადებით, საქართველოში საწვავის დიდი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება.



„1-ელი სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით, 40% რუსეთიდან შემოვიდა. დაახლოებით, 30% რუმინეთიდან, შემდეგ მოდის ბულგარეთი, აზერბაიჯანი და ძალიან მცირე წილია თურქმენეთის. რუსეთიდან იმპორტი იმიტომ არის გაზრდილი, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, იაფი საწვავის წყაროა. რუსული საწვავის თვითღირებულება ევროპულთან შედარებით, დაახლოებით, 30-40 თეთრთ იაფია,“ - აღნიშნა ლექვინაძემ.


მისი თქმით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს სავარაუდოდ, წლის ბოლოს დადებს. სააგენტომ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება, ვალუტის კურსის გამყარება და საწვავის იმპორტის გაიაფება რატომ არ აისახა ადგილობრივ ბაზარზე აგვისტომდე.


„ორი საინტერესო პერიოდია, რაც ასევე კომპანიების მიმართ ჩვენი შეკითხვის მთავარი ამბავია. პირველი - აპრილის პერიოდში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იკლებდა, ვალუტის კურსი მყარდებოდა, საქართველოში გაიაფებული საწვავის შემოდინება ფიქსირდებოდა, როგორც ევროპიდან, ასევე არაევროპული ქვეყნებიდან გაიაფებული იმპორტის ასახვა საცალო ბაზარზე შესაბამისად არ მოხდა, განსაკუთრებით აპრილის პერიოდში მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამ პერიოდში ფასები შემცირდა. მეორე საკითხი ეს იყო ივნის-ივლისის პერიოდი, როდესაც ივლისშიც ასევე ფიქსირდება ფასების კლება, ფიქსირდება საქართველოში გაიაფებული საწვავის შემოდინება, კურსი მნიშვნელოვანი გამყარების ტრენდს აჩვენებს, თუმცა მთელი ივლისის პერიოდში საცალო ბაზარზე ფასების ცვლილება არ მომხდარა. აქ უკვე ჩვენ გადავედით მოკვლევის ეტაპზე, დაახლოებით აგვისტოს მეორე ნახევრიდან,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up