ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა - სამომხმარებლო ბაზარზე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები

ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა - სამომხმარებლო ბაზარზე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები

access_time2021-07-08 20:16:50

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს ფორუმში - სამომხმარებლო ბაზარზე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები, მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კონკურენციის  სააგენტო ავრცელებს.


სპიკერის რანგში, სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეებს და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგები წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხები - წარმოებას, დისტრიბუციასა და რითეილ სექტორს შეეხებოდა.


„საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენი შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენდა სადისტრიბუციო კომპანიებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის ურთიერთობებში არსებული, დისტრიბუტორთა ასოციაციის მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხების „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან მიმართება. მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილი იქნა 73 სადისტრიბუციო კომპანიის და 16 სავაჭრო ქსელის მონაცემები - ხელშეკრულებები, ჯამური ბრუნვები 2018–2019 წწ. ფილიალების რაოდენობა, მოცულობები, სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი და ა.შ. 2019 წლის მონაცემებით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ შესაბამის ბაზარზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი წარმოადგენდა 31%–ს, ხოლო სხვა შემსყიდველების 69%-ს. ქ. თბილისში ანალოგიურ პერიოდში, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი შეადგენდა 40.5%–ს, ხოლო სხვა შემსყიდველების 59,5%-ს.



მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად კონკურენციის სააგენტომ დადგინდა, რომ შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს როგორც ცალკე არსებული ეკონომიკური აგენტის დომინანტურ მდგომარეობას, ისე ეკონომიკური აგენტების ჯგუფურ დომინანტობის ფაქტს. შედეგად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს მხრიდან გაიცა რეკომენდაცია - საცალო ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე. ასევე, გაცემულ იქნა რეკომენდაცია შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიმართაც“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.


ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრუბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - მწარმოებელთა ფედერაცია; სანდრო ნაჭყებია - Nexia TA, გიორგი ცერცვაძე - G&T Consulting, ზვიად კორძაძე - კორძაძის საადვოკატო ბიურო(TBD); მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაცია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up