ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

access_time2022-09-09 16:00:00

2022 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.


„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები ფართოვდება, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესთან სრულ თანხვედრაშია. გასული სამი წლის განმავლობაში, განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები - კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება და საკანონმდებლო ცვლილებები, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება არის ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაზეც უწყება ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, უწყებამ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ახალი თამაშის წესების განსაზღვრის მიზნით, 13 რეკომენდაცია გასცა, რომელთა დანერგვა დღეს აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „შედეგები გვიჩვენებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანისა და ბევრად ნაკლები დანახარჯების შესაძლებლობას აძლევს. ასევე, 2022 წელს, საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგებისა და პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოკვლევის პროცესი დავიწყეთ, რამაც საზოგადოების მხრიდან დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს პასუხები უნდა გასცეს. კერძოდ, ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში“ - აღნიშნა სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარემ.



კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო 2021-2022 წლებში, უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შედეგები. კერძოდ, უწყების მიერ ეკონომიკური აგენტების მიმართულებით გაცემულ იქნა 14 რეკომენდაცია. დასრულდა 6 მოკვლევა და 2 მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 3 საქმის შესწავლა და 2 მონიტორინგი. ასევე, განხილვის პროცესშია, ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად 3 ქეისი.


„სააგენტო არის კონკურენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი, განმახორციელებელი ორგანიზაცია და როცა ჩვენ ვსაუბრობთ უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ვსაუბრობთ კონკრეტულ შედეგებზე, ფაქტებზე დაყრდნობით, რასაც სასამართლო კონტროლ გავლილი ქეისები ამყარებს. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული 13 სასამართლო გადაწყვეტილებიდან 12 საქმე, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.


ირაკლი ლექვინაძემ კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე და მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა, რომელიც საჯარო რეესტრის და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ყოველკვარტალურად ხორციელდება. მიღებული მონაცემების მიხედვით, 2021-2022 წლებში, ქვეყანაში რეგისტრირებულია 30 546 კონცენტრაცია. აღნიშნულ პერიოდში, თანხმობა გაიცა 7 კონცენტრაციაზე.


კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, უწყება დღეს აქტიურად ემზადება მომხმარებლის უფლებების აღსრულების დაწყებისათვის. შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი, დამატებულია ცხელი ხაზი, TWINNING-ის პროექტის ფარგლებში - ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, იწყება შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up