პარლამენტის კულტურის კომიტეტი „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ნორმებს განიხილავს.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია ავტორთა უფლებების დაცვა და იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც კულტურის სფეროსთანაა დაკავშირებული.
„ჩვენი მთავარი მიზანია დავიცვათ ავტორების უფლებები და განვავითაროთ ინდუსტრია. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კულტურის კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებობის შემთვევაში, ხარვეზები გამოსწორდეს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
imedinews.ge