ირაკლი ნადარეიშვილი - მისასალმებელია თბილისში CzechTrade-ის წარმომადგენლობის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას

ირაკლი ნადარეიშვილი - მისასალმებელია თბილისში CzechTrade-ის წარმომადგენლობის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას

access_time2022-05-03 14:00:00

„საქართველო და ჩეხეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში და ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ჩვენი ქვეყნები არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ვაჭრობის, რეგიონალური თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით მოხდეს ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ჩეხეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.


მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ქვეყნებს შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე, რომელიც, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 31 პროცენტით გაიზარდა და 109,5 მლნ ლარი შეადგინა. მისი თქმით, ჯერ კიდევ დიდია აუთვისებელი პოტენციალი, რომლის ათვისებაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს ორივე მხრიდან.


ირაკლი ნადარეიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე. მისი თქმით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს დაფიქსირდა რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 10,4 პროცენტიანი ზრდა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის სწრაფ ტემპს უსვამს ხაზს. „განსაკუთრებით პოზიტიური მონაცემები გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. 2022 წლის იანვარ-მარტში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 393,7 მლნ. აშშ დოლარია. პროგრესია ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, რომელმაც, 2021 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა. ამჟამინდელი ეკონომიკური ტენდენციების გაუმჯობესებას ცხადყოფს 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რაც 43%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.



მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ქართულ ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე შესვლის მიზნით სხვადასხვა მექანიზმით უწყობს ხელს, მათ შორის, ერთ-ერთ ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს: tradewithgeorgia.com, რომელიც ერთგვარი საექსპორტო კატალოგია ონლაინ ფორმატში და შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ქართული პროდუქციით დაინტერესებული ჩეხური კომპანიებისთვის.


ირაკლი ნადარეიშვილი მიესალმა თბილისში CzechTrade-ის წარმომადგენლობის გახსნას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მომავალში მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით.


მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით ისაუბრა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალ სახელმწიფო პროგრამაზე - FDI Grant, რომელიც შეღავათებს სთავაზობს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს. მისი თქმით, პრიორიტეტულ სექტორებში განხორცილებული მნიშვნელოვანი ინვესტიციის შემთხვევაში (10 მლნ. ლარი და მეტი), კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა 300,000 აშშ დოლარზე მეტი თანხა დაიბრუნონ უკან ე.წ. „ქეშბექის" პრინციპით. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს წარმოადგენს დამატებით შეღავათს იმ ყველა სხვა უპირატესობაზე, რომელსაც დღეს ქვეყანა თავაზობს ინვესტორებს. „პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ჯანსაღმა საინვესტიციო გარემომ უზრუნველყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა. კონკრეტულად, 2020 წელთან (572 მლნ. აშშ დოლარი) შედარებით 2021 წელს (1,153 მლნ. აშშ დოლარი) ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი გაორმაგდა. ნიშანდობლივია, რომ 2022 წელს აღნიშნული პოზიტიური დინამიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, შენარჩუნდა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


საქართველო - ჩეხეთის ბიზნესფორუმში 200 - მდე ქართული და ჩეხური კომპანია მონაწილეობს. მათ შორისაა 20 - ზე მეტი ბიზნესმენი ჩეხეთიდან, რომლებიც წარმოადგენენ მშენებლობისა და დეველოპმენტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიების, სივრცითი დაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემებისა და სხვა სექტორებს.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს



თეგები:
CzechTrade



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up