ირაკლი ნადარეიშვილი: „ქალების ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია

ირაკლი ნადარეიშვილი: „ქალების ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია"

access_time2022-12-13 19:24:01

„ქალების ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებას აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველა იმ პროგრამებსა და აქტივობებში, რასაც სამინისტრო ახორციელებს როგორც ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერის, ასევე ინოვაციებისა და აიტი ეკოსისტემის განვითარების კუთხით", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორული ინიციატივის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

პარტნიორული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ექვსი რეგიონიდან 1,500 ქალი ჩაირიცხება გადამზადების პროგრამებში, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ICT კომპანიების მოთხოვნებს. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში რვა ცენტრი შეიქმნება. ცენტრები გაიხსნება თელავში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ტყიბულში და ამბროლაურში.

 

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 1,500 ქალი გადამზადდება ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იქნება იმ ტექნოლოგიური, ინოვაციური და  IT ეკოსისტემის მშენებლობაში, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი აქტიურად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში.

 


„წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე ქალს, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, წარმატებულად გაივლის მას და აუცილებლად დასაქმდება მაღალანაზღაურებად და მაღალტექნოლოგიურ სამსახურებში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

აღსანიშნავია, რომ USAID-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობა 12 კომპანიასთან ხელს შეუწყობს კურსდამთარებულთა დასაქმების პროცესს. სასწავლო პროგრამებში შედის Front-end დეველოპმენტი, Back-end დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და სხვ. ეს უნარები განსაკუთრებით მოთხოვნადია საქართველოს მზარდი ICT სექტორისთვის.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up