მოსალოდნელია თუ არა ავიაბილეთებზე ფასების შემცირება - დეტალებზე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ ისაუბრა

მოსალოდნელია თუ არა ავიაბილეთებზე ფასების შემცირება - დეტალებზე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ ისაუბრა

access_time2023-02-28 15:00:24

ავიაბილეთებზე ფასების შემცირება რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში არსებული ვითარების დასტაბილურებაზეა დამოკიდებული. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემა „კომერსანტის დილა“-ში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, ავიაბილეთების გაიაფების მოლოდინი არსებობს.

„კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა ავიაბილეთებზე ფასების ცვლილებებს, ალბათ უნდა ველოდოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ის,  რაც დღეს საავიაციო ბაზარზე ხდება, ეს არ არის სტანდარტული მოვლენა, ეს არის ფორს მაჟორიდან და არსებული გართულებული ვითარებიდან გამოწვეული და შესაბამისად, როგორც კი დასტაბილურდება რეგიონში ვითარება და ზოგადად მსოფლიოში, ანალოგიურად დასტაბილურდება ფასებიც“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, დღეს ბილეთის ფასს უმეტესწილად განსაზღვრავს საავიაციო ნავთი, რომელიც საკმაოდ გაძვირებულია, ხოლო აეროპორტების მოსაკრებლის წილი მთლიან ბილეთში 25%-მდეა.

„რაც შეეხება ფასებს, მნიშვნელოვანია ჩავშალოთ, თუ როგორ ახდენენ ავიაკომპანიები თავიანთი ფასების გენერირებას. აქ ძირითადი კომპონენტი და ფასის ძირითადი წარმომქმნელი არის საავიაციო საწვავი, რომლის ფასიც მსოფლიოში პანდემიის და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაზრდილია. ამას ემატება ასევე ის ფაქტიც, რომ უკრაინაში საჰაერო სივრცე დაკეტილია და ძალიან ბევრ ავიაკომპანიას დიდი მარშრუტით უწევს ფრენა და შესაბამისად უფრო მეტი დანახარჯი აქვს კომპანიას საწვავის კუთხით. ეს კი ფასებზე დიდ გავლენას ახდენს.


რაც შეეხება აეროპორტის მოსაკრებლებს, ეს თემა როგორც საქართველოს აეროპორტებისთვის, ასევე ზოგადად სხვა აეროპორტებისთვის მსოფლიოში მერყეობს 15-დან 25%-მდე, ბილეთის საერთო ღირებულებაში. ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ აეროპორტი არის ძვირი და ამიტომაცაა ბილეთის ფასი მაღალი. ზოგადად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები სენსიტიურები არიან ფასების მიმართ, მაგრამ ეს არაა ის კომპონენტი, რომელიც გადამწყვეტია ავიაბილეთის ფასის დადგენისას“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up