ირაკლი ქარსელაძე - 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება

ირაკლი ქარსელაძე - 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება

access_time2022-06-02 22:00:00

,,წყალმომარაგების კუთხით 9 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომლის შედეგადაც 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტთან საუბრისას.



,,დღესაც 182 მდებარეობაში ხორციელდება პროექტები, 585 ათას ადამიანს მხოლოდ ამ მიმდინარე პროექტების ფარგლებში უკვე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. აქედან 200 ათასს არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება. არის მთელი რიგი სოფლები და დასახლებები სადაც კუსტარულად მოწყობილი ჭაბურღილებიც კი შრებოდა და უწევდათ მნიშვნელოვნად დაშორებული მდებარეობებიდან წყლის მომარაგება. ასეთია მაგალითად კუმისი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ივნისში უკვე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. დედოფლისწყაროშიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



მინისტრის თქმით, თელავში მაღალი ტემპით მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტზე მუშაობა. თელავის წყალმომარაგების პროექტის კვალდაკვალ ასევე ვითარდება წიწმატიანიდან დამატებითი დებეტის, ანუ დამატებითი წყლის ოდენობის მიწოდების პროექტი, რომელიც თელავს უზრუნველყოფს სრულად და ამასთანავე ქმნის შესაძლებლობას , რომ მიმდებარე სოფლებიც გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი.




,, ძალიან საინტერესო პროექტია თეთრიწყაროში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქებისთვის- სამტრედია, ვანი , ბაღდათი, ყაზბეგი-მიმდინარეობს პროექტირება და წელსვე გამოცხადდება და დაიწყება სამუშაოები. დაბა სტეფანწმინდასაც დაურეგულირდება ის გამოწვევები რაც აქვს. კონკრეტული გეგმები გვაქვს, რომელსაც მივყვებით და 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up