ირაკლი ქარსელაძე - ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს  მაგისტრალური გზების მშენებლობა წარმოადგენს

ირაკლი ქარსელაძე - ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს მაგისტრალური გზების მშენებლობა წარმოადგენს

access_time2022-06-01 17:20:00

,,ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს მაგისტრალური გზების მშენებლობა წარმოადგენს. კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია, ეს არის საერთაშორისო მარშრუტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტიდან იწყება და ჩინეთის საზღვრამდეა გადაჭიმული“-აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრისას.



როგორც მან განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთი, წითელი ხიდი - სადახლო, სადაც არის საზღვრები აზერბაიჯანთან და სომხეთთან, უკვე აკავშირებს როგორც ფოთის პორტს ასევე თურქეთს სარფის გამშვებ პუნქტს და შესაბამისად, მაგისტრალის ნახევარი უკვე აშენებულია და ექსპლუატაციაშია. მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად მთავრობასთან ერთად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დიდი სამუშაოები განახორციელა, შედეგად მოხერხდა 70 კმ მაგისტრალის გახსნა, რამაც უკვე 2021 წელს შესაძლებელი გახადა, რომ თბილისიდან ბათუმამდე ნაცვლად 5 საათისა, 4 საათში იყოს შესაძლებელი გადაადგილება.



,,დაგეგმილი გვაქვს სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მე-4 ლოტების გახსნა. გამოწვევებით სავსე პროექტები იყო , როგორც გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ასევე სამი შეწყვეტილი ხელშეკრულებით, თუმცა წელს უკვე ეს ორი მონაკვეთი დასრულდება. შედეგად, პირველი ლოტის გახსნა მნიშვნელოვანად დააწინაურებს და რეალურად შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ 86 კმ იქნება ოთხზოლიანი მაგისტრალური გზა. ასევე, გრიგოლეთი-ქობულეთზე 14 კმ-იანი მონაკვეთიდან ვგეგმავთ 11კმ-ის წელს და 3 კმ-ის მომდევნო წელს დასრულებას“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



მისივე თქმით, ანალოგიურად დასრულებულია სამუშაოების 75% ბათუმის შემოვლით გზაზე, მთლიანობაში ხუთი გვირაბიდან სამი უკვე დასრულებულია, ნომერ 2 გვირაბზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს , ხოლო პირველ გვირაბზე გეოლოგიური გამოწვევების გამო გაყვანის მეთოდი შეიცვალა.




,,რაც შეეხება საუკუნის პროექტს, რიკოთის მონაკვეთს, მთელ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში რიკოთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ამჟამად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაოები , 24 უკვე გაყვანილია ხოლო 3 გახსნილია მოძრაობისთვის და შეგახსენებთ რომ შარშან სექტემბერში ჩვენ 2 კმ რიკოთის უკვე გავხსენით. დაწინაურებულია ხევი -უბისას, უბისა-შორაპნის მონაკვეთები და უკვე 2022-2023 წელს მოხდება მთლიანად 52 კმ-იანი მონაკვეთის დასრულება. წლევანდელი გეგმის შესაბამისად, დაახლოებით 3 საათსა და 40 წუთში იქნება შესაძლებელი გადაადგილება თბილისიდან ბათუმამდე“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



მაგისტრალურ პროექტებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გარდა მოწესრიგებული და თანამედროვე გზებისა სხვა მრავალ სარგებელსაც იძლევა , კერძოდ, ამ პროექტებში 27 000 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს მოქალაქეების ჩართულობა. ამასთან, გარდა სტაბილური შემოსავლისა, ისინი პროექტის განხორციელების პერიოდში ახალ პროფესიებს ეუფლებიან და იღრმავებენ თავიანთ ცოდნას.


ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up