ირაკლი ქარსელაძე: ძლიერი რეგიონები ძლიერ და განვითარებულ  საქართველოს ნიშნავს

ირაკლი ქარსელაძე: ძლიერი რეგიონები ძლიერ და განვითარებულ საქართველოს ნიშნავს

access_time2021-04-26 17:20:00

მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ არის უპრეცედენტო მასშტაბის განახლებისა და განვითარების პროგრამა რეგიონებისთვის. ასეთი მასშტაბური სამუშაოები ერთდროულად ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ განხორციელებულა – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.



,,ძლიერი რეგიონები ნამდვილად ნიშნავს, ძლიერ და განვითარებულ საქართველოს, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე სტუმრებისათვის და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოისახება დამატებით შემოსავალში. სწორედ ეს არის ის ელემენტი, რომლითაც მდიდარია ეს პროგრამა, კერძოდ ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ჩართულობა, რის შედეგადაც დასაქმდება დაახლოებით 15 000 ადამიანი“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.




მისი თქმით, ახალი 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს და ითვალისწინებს რეგიონების ურბანული განახლების მიზნით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას.



,,მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით გათვალისწინებული პროექტები განხორციელდება, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის , ასევე უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ, ამდენად მუნიციპალიტეტებს მასშტაბური პროექტების განხორციელების ეტაპობრივი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს, ისევე როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მრავალი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდება და ასევე დამუშავდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი ურბანული განახლების პროექტები, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ სივრცითი ურბანული განახლების , არამედ ასევე ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up