ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 63-ივე მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 63-ივე მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

access_time2021-08-19 15:50:00

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მოვინახულეთ კახეთის 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, სადაც მთელ რიგ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია ლესვითი, თბოიზოლაციის, ენერგოეფექტურობის კომპონენტები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების და ირიგაციების მოწყობა, წესრიგდება სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურული ელემენტები, დაწყებულია შესაბამისი საფეხმავლო და საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ირაკლი ქარსელაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - ირაკლი ქადაგიშვილთან და დავით სონღულაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ყვარელსა და თელავში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.



პროგრამის ფარგლებში, თელავში დაწყებულია თბილისის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩის ურბანული განახლება, გურჯაანში ნონეშვილის ქუჩისა და ე.წ. „პაპასბაღის“ და „ბებოსბაღის“, დედოფლისწყაროში ცენტრის და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, საგარეჯოში ცენტრალური ქუჩისა და მოედნის, ყვარელში კი ილია .ჭავჭავაძის ქუჩის განახლება.
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეკონომიკა ქვეყანაში აქტიურად ვითარდება მიუხედავად პანდემიისა, რაც აისახება რეგიონებზეც.




„კონკრეტულად თელავში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ერთი არის ურბანული ცენტრების განახლება, ასევე წყლის პროექტის განხორციელება ეს ის პროექტებია, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული თითოეული მოქალაქისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნასთან და ამავდროულად ქალაქში ცხოვრების ხარისხის ზრდასთან. ეს პროექტები ზრდის მოქალაქეების ქონების ფასს და ეს არის სწორედ ასახვა ეკონომიკური ზრდის თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე. პროექტები საკმაოდ კარგი ხარისხით და კარგი ტემპით მიმდინარეობს მომავალი წლები სწორედ იქნება იქითკენ მიმართული რომ მუნიციპალიტეტებში, სოფლებში ყველაგან მოწსრიგდეს და დამკვიდრდეს ის სტანდარტი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის არის მიღებული მათ შორის ევროპულ ქვეყნებში,“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.



4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.



პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up