ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონების“ პროგრამა არის ახალი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის მკვიდრთათვის და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის

ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონების“ პროგრამა არის ახალი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის მკვიდრთათვის და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის

access_time2022-02-09 12:40:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო, წყალმომარაგებისა და „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.



მინისტრი, მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო დედოფლისწყაროსა და სიღნაღში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. კერძოდ, დედოფლისწყაროში რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების, ხოლო სიღნაღში სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული განახლების სამუშაოებს.



დედოფლისწყაროში, რუსთაველის და ჰერეთის ქუჩებზე მიმდინარეობს 13 შენობის მოპირკეთების სამუშაოები და დაწყებულია 23 შენობის განახლების მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე, დასრულებულია გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, ხოლო შადრევანის მოპირკეთებისა და გამწვანების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. ქალაქ სიღნაღის სარაჯიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კი, დასრულებულია 12 კერძო სახლის მოპირკეთებისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს არსებული ღობის აღდგენითი და ახალი ღობის აგურით მოწყობის სამუშაოები. ქალაქში დაწყებულია ჭავჭავაძის ქუჩის სახლებისა და ღობეების განახლების სამუშაოებიც.



ირაკლი ქარსელაძემ, ასევე დაათვალიერა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროშო, საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია, გამაგრება, წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო სისტემების განახლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.




დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მიმდინარებს წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტებიც. კერძოდ, დედოფლისწყაროს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის (ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის) წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას.


სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა, რეაბილიტირდება და აშენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, სატუმბო სადგურები და სათავე ნაგებობები, რასაც ჯამურად 58 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.



მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის და საქობაოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის 27 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები.


სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შედეგად, 17 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.



,,მოვინახულეთ პროექტები, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის. სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. მოვინახულეთ დედოფლისწყაროსთვის ისტორიული წყალმომარაგების პროექტი, რომლის ფარლებშიც დედოფლისწყაროს და მის მიმდებარე სოფლებს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, სამუშაოები დასრულდება ვადაზე ადრე. მიმდინარეობს სამთაწყაროს სკოლის რეაბილიტაცია. 330 ბავშვი თანამედროვე და განახლებულ პირობებში მიიღებს განათლების შესაძლებლობას. განახლებული რეგიონების პროგრამის ფარლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შარშან დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე წელს გვაქვს. 2022 წელს კახეთში ისევე როგორც მთელ საართველოში 63- ვე მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად გაზაფხულიდან მოხდება შესაბამისი არეალების დასრულება პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 500 მილიონი ლარის ოდენობისაა. 4 წლიან პროგრამას შესაბამისი გაგრძელება ექნება, რეალურად ეს არის ახალი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის მკვიდრთათვის, რათა მიიღონ ის ახალი სერვისები, რომლებიც აქამდე არ ჰქონიათ და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up