ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის გარკვეული მონაკვეთები წელს გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52 კმ-იანი გზა 2023 წელს დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის გარკვეული მონაკვეთები წელს გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52 კმ-იანი გზა 2023 წელს დასრულდება

access_time2022-09-19 10:00:00

„ჩვენს ქვეყანაში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მიმართებაში, არის უპრეცედენტო, როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით. გვაქვს ტექნოლოგიურად ძალიან დატვირთული პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნისთვისაა უპრეცედენტო, არამედ ზოგიერთი მათგანი მსოფლიო მასშტაბითაც,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოხერხდა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა დღეს 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება და საგზაო ქსელის ასეთი განვითარების პირობებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ე. წ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება.



„შთამბეჭდავია აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე გამომწვევი რიკოთის მონაკვეთის პროგრესი. 97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი, ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის 4 მონაკვეთად ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.




მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოს. მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა.



„მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი მაგისტრალი 30 კმ-ით შემცირება და 430 კმ იქნება. აქედან, 219 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისათვის, 118 კმ-ზე კი, მიმდინარეობს სამუშაოები. სწორედ ეს არის ის 118 კმ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ძირითად მონაკვეთს მოიცავს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე, უკვე ყველა ძირითადი მონაკვეთ იქნება გახსნილი,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up