ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ - თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3-3.5 საათს მოვანდომებთ

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ - თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3-3.5 საათს მოვანდომებთ

access_time2021-07-23 14:10:45

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარება ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევით, ვქმნით ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, უმთავრესი პრიორიტეტი მაგისტრალებია.

„აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონულ ჭრილში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. როდესაც ამ დერეფანზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია გასული წლის მიღწევები. კერძოდ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, 70 კმ მაგისტრალური გზა გავხსენით, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1 საათით შემცირდა და 5 საათის ნაცვლად, აჭარაში ჩასვლა უკვე 4 საათშია შესაძლებელი. ეს არის ის ხილული ეფექტი, რომელიც პროექტის დასრულების შედეგად იქნება რევოლუციური და წითელი ხიდიდან სარფამდე არსებულ მაგისტრალს 30 კმ-ით შეამცირებს. დერეფნის ასეთი მნიშვნელოვანი განვითარება პირდაპირ დაკავშირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდასთან“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის საუკუნის პროექტზე, სადაც ერთდროულად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია.

„უკვე სექტემბერში გავხსნით ახალი გზის 2.5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც 6 ხიდისა და 4 გვირაბისაგან შედგება, ხოლო სრულად რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3 – 3.5 საათს მოვანდომებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სარგებელი და სოციალური ეფექტი, რაც ასეთ მასშტაბურ პროექტებს ახლავს. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს 6 000 პროექტზე დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა და მათ კონკრეტული ფინანსური სარგებლის გარდა, პროფესიული ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები შეიძინეს“, - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.


მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ-ჩრდილოეთი დერეფნის განვითარების ჭრილში ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტს, რომელიც უნიკალურია სამშენებლო-საინჟინრო თვალსაზრისით.

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჯვრის უღელტეხილი კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება, 10 სოფლის მოსახლეობას კი წლის ნებისმიერ დროს ექნება სრული წვდომა განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისებზე. მთლიანობაში, 12 კმ-იანი მისასვლელი გზის, მისი შემადგენელი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის ტექნოლოგიური მხარე ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი კლდოვან ქანებში მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. სპეციალურად ამ პროექტისთვის აწყობილი მანქანით აგვისტოში დაიწყება გვირაბის გაყვანა, რაც უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთაშორისდო მაგისტრალებთან ერთად, მნიშვნელოვანი გეგმები არსებობს შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით - მაგალითად, მხოლოდ კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ჯამში 2 მილიარდი ლარი მოხმარდება. წელს დასრულდება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც მინიმუმ 1.5 სთ-ით ამცირებს გადაადგილების დროს. ასევე, ახალი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს ლენტეხი და მესტია და შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უშგულამდე გზის დასაფარად 3 საათი იქნება საკმარისი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალ კავშირს აჭარასთან უზრუნველყოფს ხულო-ზარზმის პროექტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტირდება და აშენდება 47 კმ გზა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 10-წლიან გეგმაში, 31 მილიარდიდან 17 მილიარდი ლარი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up