ირაკლი ქარსელაძე - რუსთავში „განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოების  70%  უკვე შესრულებულია

ირაკლი ქარსელაძე - რუსთავში „განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია

access_time2022-04-08 15:50:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქალაქ რუსთავში აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



პროგრამით, ქვემო ქართლის რეგიონებისთვის ბიუჯეტიდან 17 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოხდება ასევე, 12 შენობის რეაბილიტაცია. რუსთავში პროგრამის ფარგლებში პირველი და მეორე ფაზის სამუშაოებში 40 მლნ ლარის ინვესტიცია მოხდება.



პროგრამის ფარგლებში, რუსთავში განხორციელდება: ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედანის, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნისა და ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის, დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებული სკვერის (მეგობრობის გამზირის მიმდებარედ - საგამოფენო სივრცე), დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის (ცურტაველის ქუჩა) რეაბილიტაცია.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აქტიური სამუშაოები 63-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რუსთავი გამორჩეულია თავისი მასშტაბით და რეალურად პირველი ფაზის 70% უკვე შესრულებულია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ენერგოეფექტურობის კომპონენტს, ასევე მნიშვნელოვანი საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას. გათვალისწინებულია ასევე, რეკრეაციის მოწყობა.



,,მნიშვნელოვანია, რომ გარდა მიმდინარე სამუშაოებისა, გამოყოფილია შესაბამისი ასიგნებები, რომელიც, დაახლოებით, 9 მილიონ ლარამდეა და ითვალისწინებს დამატებით არეალში მყოფი როგორც სკვერების, მოედნების მოწყობას, ასევე ლიფტების ინფრასტრუქტურის მოწყობას და ფაქტიურად გამოცვლას.




მთლიანობაში უკვე ივნისში იქნება დასრულებული პირველი ფაზა. პარალელურად ამისა, დაახლოებით 12.5 მილიონი ლარის ღირებულების მეორე ფაზის ტენდერი მომდევნო კვირას გამოცხადდება რომლის შედეგადაც უკვე შეივსება ცენტრალური მეგობრობის გამზირი და შეიძლება ითქვას , რომ პირველი ეტაპის სამუშაოებთან მიმართებაში, რუსთავში ნამდვილად განახლებული ცენტრალური გამზირი გვექნება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



„განახლებული რეგიონების“ უპრეცედენტო, 4 წლიანი პროგრამა, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს - ფაქტობრივად ქვეყნის მთელ ტერიტორიას - და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას ანუ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას.



პროგრამით დაფინანსებული პროექტები მოიცავს მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობას და სხვა. პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ქალაქ ბათუმში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.



პროგრამის მიზანია, ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა. ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს თითოეული მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას და მოსახლეობისათვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up