ირაკლი ხმალაძე: ჩვენთვის მიუღებელია რესტორნის აშენება, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს

ირაკლი ხმალაძე: ჩვენთვის მიუღებელია რესტორნის აშენება, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს

access_time2021-02-15 19:00:00

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გზაა, მესაკუთრემ მიიღოს მუნიციპალიტეტის შეთავაზება, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


დღეს თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.



„ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო შეთანხმება იმაზე, რომ რაც დღეს გააკეთეს, ვგულისხმობ ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას, უკანონოა და ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს. მეორე ის, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ადგილმონაცვლეობის შეთავაზება მათი უფლებების დაცვის, მათი კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით. ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა, შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღევანდელ შეხვედრაზე რაც მათ გააჟღერეს, იყო ის, რომ ააშენებენ რესტორანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ მათთან მოლაპარაკება დავიწყეთ, საუბარი იყო რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით რაღაც უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე. ჩვენთვის ნაგებობის ფუნქციას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რა ინტენსივობის მშენებლობაზეა საუბარი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივედით იქამდე, რომ ერთადერთი სწორი ვარიანტია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, მათივე პოზიციებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები და დაილაპარაკებენ“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.




ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ინვესტორი საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მიიღებს და ადგილმონაცვლეობას დათანხმდება.



„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დაგვერწმუნებინა ინვესტორები, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით, არის ის, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმის მიზეზი, რომ ისინი არ თანხმდებიან ადგილმონაცვლეობას არის ის, რომ აქ სასტუმროს აშენების იმედი აქვთ. ადრე თუ გვიან, მივალთ იქამდე, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ისეთი ქმედებით, როგორსაც დღეს დილით მიმართეს და ვერც ვერანაირად ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ. საბოლოო ჯამში მივალთ ადგილმონაცვლეობასთან“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up