ირაკლი ხმალაძე: ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა - გარკვეულწილად, ეს იყო საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია

ირაკლი ხმალაძე: ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა - გარკვეულწილად, ეს იყო საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია

access_time2021-08-06 17:50:00

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იმ თანამშრომლებთან, რომლებიც აქციას მართავენ, კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც ვიცე–მერმა აღნიშნა, კომპანიის თანამშრომლების მოთხოვნა მხოლოდ სახელფასო ანაზღაურების ზრდას არ უკავშირდებოდა. ისინი ასევე, ითხოვდნენ უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლებას, ამ მიმართულებით კი, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.



„მათი მოთხოვნები მხოლოდ ხელფასის მატებას არ უკავშირდებოდა. მათი მოთხოვნა ეხებოდა ასევე უნიფორმებს, სპეცტექნიკის განახლებას, სამსახურში დასწრების და მუშაობის საათობრივ რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა, აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე მიღებული გვაქვს. კერძოდ, გასული წლის დეკემბრიდან, მოხდა მათი ხელფასების 20%-იანი ზრდა, უნიფორმები შეძენილია, გარკვეული ტექნიკა უკვე განახლებულია, გარკვეული ნაწილის განახლებაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სესხი გამოყოფილია და ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით, რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი უნდა გამოცხადდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.




მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა თითოეულ მოთხოვნაზე შედეგებისა და მოქმედებების კუთხით, სამსახურს წინასწარვე ჰქონდა გაცემული პასუხი, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები უკანონოდ გაიფიცნენ.



„ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ძალიან კარგად ვიცით, სად რა მდგომარეობა გვაქვს ტექნიკის განახლების კუთხით. მე პირადად ვთვლი, რომ ამაზე შეხსენება არ გვჭირდება, ამაზე მუდმივად ვმუშაობთ, ისევე, როგორც თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათ პრეტენზიაზე შედეგებისა და მოქმედებების კუთხით, სამსახურს წინასწარვე ჰქონდა გაცემული პასუხი, მაინც ადგილი ჰქონდა უკანონო გაფიცვას. ხაზი მინდა გავუსვამ, რომ ეს იყო უკანონო გაფიცვა, იმიტომ, რომ გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვა ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. უფრო მეტიც, ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა - გარკვეულწილად, ეს იყო საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.



თბილისის ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მუშაობას ძალიან მალე განაახლებენ.



„ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მცდელობა სამსახურის მხრიდან, რომ ნარჩენების მართვის მიმართულებით, „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობა განახლდეს. პროცესი აუცილებლად გვექნება ყურადღების ქვეშ. იმედს ვიტოვებ, რომ ადამიანების ის ჯგუფი, რომელმაც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ, უკანონო აქტის პროვოცირება მოახდინა, მალე მოეგებიან გონს და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up