ირაკლი ხმალაძე: ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნეს სექტორი ერთვება

ირაკლი ხმალაძე: ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნეს სექტორი ერთვება

access_time2021-06-29 16:00:00

თბილისის ანძის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამოვლენილი კომპანია უკვე საკვლევ სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



ვიცე–მერის თქმით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნეს სექტორი ერთვება და სხვადასხვა პროექტები მეტწილად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება.



„ერთ-ერთია თბილისის გარე განათების პროექტი, რომელიც ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ და შევადგინეთ გარე განათების სტანდარტი. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და კერძო კომპანიების მეშვეობით განხორციელდება გარე განათების განახლების 100-მილიონიანი პროექტი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



თბილისის ვიცე-მერის თქმით, თბილისის გარე განათების სექტორს დაახლოებით 70-პროცენტიანი ეკონომიის რესურსი გააჩნია.



თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.




„გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, მოიზიდოს თანხები, თავისივე თანხებით განახორციელოს ეს პროექტი და შემდეგ, ის თანხა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვიხდით ელექტროენერგიის მოხმარებაში, მიმართული იქნება ამ კომპანიაში. ეს საინტერესო მოდელია და პირველი ქალაქი არ ვართ, რომელიც ანალოგიურ პროექტს ახორციელებს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი პროექტები განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის ვიცე-მერმა ასევე ისაუბრა რადიოქალაქის განვითარების პროექტზე. მისი თქმით, ამ პროექტმა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა გამოიწვია.



„იმის გამო, რომ ჩვენ შევძელით ამ პროექტის სწორი ეკონომიკური მოდელირება, ეს პროექტი გავყიდეთ და ბიუჯეტმა მიიღო 23 მლნ ლარი, ხოლო ამ პროექტის განხორციელება მოხდება მოზიდული კერძო ინვესტიციით, რომელიც იქნება დაახლოებით 8 მლნ დოლარი. ბიუჯეტს არათუ რაიმე თანხა დაუჯდა ეს პროექტი, არამედ, პრივატიზაციის გზით ბიუჯეტში შემოსავლები 23 მლნ ლარით გაიზარდა“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.



ვიცე-მერის განცხადებით, ასევე ხორციელდება გადასასვლელი ხიდების პროექტი.



მისივე თქმით, იქ, სადაც შესაძლებელია ასეთი ხიდების ზებრა გადასასვლელებით ჩანაცვლება, ნაცვლდება, ხოლო იქ, სადაც ჩქაროსნული მაგისტრალებია, ხორციელდება ხიდების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.



ირაკლი ხმალაძემ ასევე ისაუბრა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 17 სამშენებლო პროექტი ხორციელდება და 125 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up