ირაკლი ხმალაძე: ტარიფების ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული

ირაკლი ხმალაძე: ტარიფების ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული

access_time2021-12-23 22:30:00

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სატარიფო სისტემაზე მედიასთან კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადახდის ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული.



„გადახდის ახალ სისტემაში შემოვიდა ულიმიტო პაკეტები და შეიცვალა მთლიანად პროდუქტის სახეობა. აქამდე თუ იყო მეტრო და ავტობუსი, ახლა არის მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. შემოვიდა ვადიანი ბარათები. ერთი წლიდან დაწყებული, 90 წუთით დასრულებული სხვადასხვა ფასის და ვადიანი პაკეტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქტიურად აპირებს აბონემენტის გამოყენებას, აქტიურობის შესაბამისად განპირობებულია ფასი. თუ აქტიურია მომხმარებელი, მგზავრობის ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული წამახალისებელი გადახდის სისტემა. თქვენ შეძენილი თუ გაქვთ ერთწლიანი ბარათი, ნაკლებად ჩნდება მანქანით მგზავრობის სურვილი, რადგან წინსწრებით გადახდილი გაქვთ და თქვენ უკვე დამატებით აღარ იხდით. ყოველი შემდეგი მგზავრობა თქვენთვის არის ულიმიტო და უფასო“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



ვიცე-მერის თქმით, გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და მგზავრების კომფორტის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა აბონემენტის პაკეტის საბანაკო ბარათისთვის მიბმაზე. ამასთან, როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, არსებული მეტრომანის ბარათებით მოქალაქეები ისევ ისარგებლებენ.



ირაკლი ხმალაძემ ისიც განმარტა, რომ ახალი ბარათი გამორიცხავს რამდენიმე ადამიანის მხრიდან ერთი ბარათით სარგებლობას.



„სააბონემენტო სისტემა სიახლეა. ჩვენ ბანკებთან გვაქვს უკვე საუბარი. თქვენ იცით, რომ მგზავრობა, ასევე, საბანკო ბარათითაც არის შესაძლებელი. ამჟამად, მიდის მუშაობა იმაზე, რომ აბონემენტის პაკეტი მიებას საბანკო ბარათს. ამასაც უახლოეს პერიოდში შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აბონემენტის ფიზიკურად ქონა და საერთოდ პლასტიკური ბარათის ტარება არ მოუწიოს ადამიანს. პირდაპირ საბანკო ბარათს მიაბას კონკრეტული სამგზავრო პაკეტი. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება კომფორტული გავხადოთ გადახდის სისტემა.




რაც შეეხება მეტრომანების მოხმარებას, ჯერ კიდევ დარჩება, რადგან ზედ არის დარიცხული ანგარიშზე დეპოზიტი. ამ ბარათების მოხმარება მათთვის შესაძლებელი იქნება.



თუ აბონემენტის შეძენა არ უნდა, შესაძლებელია, დღეს არსებული მეტრომანითაც ამის გადახდა, ასევე, საბანკო ბარათით შესაძლებელია 90-წუთიანის შეძენა, მაგრამ ახალი ცოტა გრძელვადიანი პაკეტის შეძენა ვისაც სურს, მან ეს უნდა შეიძინოს 5 იანვრიდან, როდესაც ეს სამგზავრო პაკეტები გაყიდვაში შემოვა. ამასთან, ბარათი ერთჯერადი არ არის. ერთხელ მოუწევს ყიდვა მგზავრს და ბარათზე უკვე მუდმივად შეეძლება, დაირიცხოს სხვადასხვა პაკეტი. რაც შეეხება ორჯერ გამოყენებას, ბარათი ერთი დადებიდან 15 წუთის განმავლობაში არააქტიურ რეჟიმში გადადის, რაც გამორიცხავს იმას, რომ ერთი ბარათით რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს.



ჩვენ დღეს გვაქვს შეღავათიანი ბარათების სისტემა, სადაც ანალოგიური მოდელი მუშაობს და იქაც ზუსტად იგივე შეზღუდვა არის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



ვიცე-მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალი სისტემის ამოქმედების პირობებში, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა ჯგუფები.



„სტუდენტური ფასდაკლებები კვლავ იმოქმედებს. მოსწავლეებისთვისაც იქნება, ასევე, სოციალურად დაუცველებისთვის, ომის ვეტერანებისთვის. რეალურად ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 33%, დაახლოებით, 320 000-ზე მეტი ადამიანი, არის შეღავათიანი მგზავრობის პაკეტებით მოსარგებლე. მათ შორის უფასო, 10 და 20-თეთრიანი შეღავათიანი ტარიფებით“, - განაცხადა ვიცე-მერმა.



ირაკლი ხმალაძემ ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო გაჩერების პირობებში, ვადიანი აბონემენტის მქონე მოქალაქეები თითქოს იზარალებენ. ვიცე-მერის თქმით, თუ ტრანსპორტის გაჩერების საჭიროება დადგება, მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს გაცდენილ პერიოდს სრულად აუნაზღაურებს.



„თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება მოხდება დაუგეგმავი გარემოებების გამო, მაგალითად, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. ოპოზიციას უნდა, რომ გაამწვავოს და ნეგატიურად მიაწოდოს საზოგადოებას ეს რეფორმა. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი გაცდენილი პერიოდები დაემატება ბარათს და ეს ადამიანები არ დაკარგავენ ამ პერიოდს. უფრო მეტიც - პანდემიიდან გამომდინარე, ამაზე გაცილებით უფრო მწვავე საკითხების დარეგულირება შევძელით ბიზნესის, კერძო სექტორის და ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არც აქ მივიღებთ. მე იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება ჩვენ არ გვექნება და მომავალი წლიდან ჩვენ შეგვეძლება უკვე კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up