ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია იმ ავტოსადგურების ტერიტორიას დააგეგმარებს, რომელზეც რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია იმ ავტოსადგურების ტერიტორიას დააგეგმარებს, რომელზეც რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული

access_time2021-12-17 19:00:00

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია იმ ავტოსადგურების ტერიტორიას დააგეგმარებს, რომელზეც რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.


როგორც ხმალაძემ განაცხადა, ავტოსადგურების დღევანდელი მდგომარეობა მაღალ სტანდარტებს და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.


„ქალაქში რამდენიმე ასეთი ეკონომიკური ზონა, არეალი გვაქვს, რომელიც მოსაწესრიგებელია. მათი დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს მაღალ სტანდარტებს და საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორიების მოწესრიგება, რომლებიც წარმოადგენენ კერძო საკუთრებას და იქ ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება, აუცილებელია, მაგრამ მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში მესაკუთრეებთან თანამშრომლობით, სწორი დაგეგმარებით შემოიფარგლება. ავტოსადგურების ტერიტორიის მოწესრიგების მიმართულებითაც, ანალოგიური მიდგომა იქნება. შესაძლებელია იგივე მოდელით წავიდეთ, რომ ჩვენ მესაკუთრეებთან დავამყაროთ კომუნიკაცია, შევიმუშაოთ განვითარების ძირითადი ხედვა, ამის მიხედვით გამოვაცხადოთ ტენდერი, ავიყვანოთ კომპანია, რომელიც გეგმარებას გააკეთებს. აქ ისევ და ისევ იქნება გათვალისწინებული როგორც მუნიციპალიტეტის ინტერესები სწორი გეგმარებითი, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესები, რადგან ინვესტირება მათ უნდა განახორციელონ.



ჩვენმა გეგმარებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი უსაფრთხოების მოთხოვნებს და თანამედროვე საჭიროებებს. ავტოსადგურებზე ათასობით ადამიანი იყრის თავს და ტერიტორიის მოწესრიგება ცხადია მუნიციპალიტეტის ინტერესებში შედის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მზადაა მეტად დავიხარჯოთ, რომ ეს ტერიტორია მოვაწესრიგოთ. უსაფრთხოების და თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნები ერთი იქნება ყველა ავტოსადგურისთვის. ვიზუალურ, გეგმარებით და ფუნქციურ ნაწილებში ტერიტორიებიდან გამომდინარე ცხადია, განსხვავებები შეიძლება იყოს“, - განაცხადა ხმალაძემ.


ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურების მოსაწყობად მერია ტენდერს გამოაცხადებს. აღნიშნულ პროცესში ავტოსადგურების ტერიტორიის მესაკუთრეებიც ჩაერთვებიან.


სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up