ირანი ცდილობს რაც შეიძლება მალე დაასრულოს დერეფნის „ჩრდილოეთი - სამხრეთი“ თავისი ნაწილის მშენებლობა უბანზე „რეშტი - ბენდერ-ენზელი“.
კასპიის ზღვის ამ პორტიდან რეშტამდე მანძილი არის 35 კმ, აქედან 11 კმ აშენებულია.
სარკინიგზო მონაკვეთი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2023 წელს.
"ამის შემდეგ ტვირთი მოხვდება გემებით ბაქოს პორტში, შემდეგ „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, რაც სატრანზიტო გადაზიდვების დროს ოთხ კვირამდე შეამცირებს სუეცის არხზე გამავალ მარშრუტთან შედარებით. რეშტის დაკავშირება რკინიგზით ასტარასთან, აზერბაიჯანის საზღვარზე, ძირითადი ვარიანტია, მაგრამ მისი რეალიზაცია გართულდა სხვადასხვა პრობლემებისა გამო," - უხსნის "კომერსანტს სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა.