ახალი ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში ირანი იმედოვნებს, რომ ევროპაში რუსული ნავთობის წილს ჩაანაცვლებს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა businessinsider ავრცელებს. მათივე ინფორმაციით გამომდინარე იქიდან, რომ ორივე სანქცირებული ქვეყანაა, ისინი ნავთობის გლობალურ ბაზარზე ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და მთელს მსოფლიოში გადასახადებს ამცირებენ, რათა ხელი შეუწყონ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი.
სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში ირანში არსებული ნავთობის მწარმოებელი კომპანია პერსპექტივას საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში ხედავს.
მაშინ როდესაც თეირანი ბირთვული შეთანხმებაში შესვლას ხელახლა ცდილობს, მოვაჭრეები რუსული ნედლი ნავთობის კომპენსირებას ირანული ნავთობით ელიან.
„გარიგების შემდეგ ირანული ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობა დაბრუნდება ბაზარზე“ - აღნიშნა Eurasia Group-ის კვლევის დირექტორის მოადგილემ და GZERO მედიას ანალიტიკოსმა ენრი რომმა. აშშ-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები ამჟამად დაახლოებით 95 დოლარს შეადგენს ბარელზე, რაც დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული.
ირანი უკვე მუშაობს თავისი საწარმოო სიმძლავრეების ზრდაზე და 2023 წლის მარტისთვის ის 6%-ით დღეში 4 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, — თქვა ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მოჰსენ ხოჯასტეჰ-მეჰრმა,.
თუმცა, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება მალე მოხდება, რადგან ჩიხში დგომა ორმხრივად მომგებიანია აშშ-სა და ირანს. ანალიტიკოსებმა დაამატეს, რომ თეირანისა და მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობა შეთანხმებას ნაკლებად სავარაუდოს ხდის.