ირანი მზად არის TRACECA-ს ფარგლებში ტრანზიტის მოცულობა გაზარდოს

ირანი მზად არის TRACECA-ს ფარგლებში ტრანზიტის მოცულობა გაზარდოს

access_time2022-06-16 13:20:00

გეოპოლიტიკური პირობებიდან გამომდინარე, კასპიის ზღვის მარშრუტით, აზერბაიჯანი - საქართველო-შავი ზღვის ან თურქეთის გავლით ევროპისკენ და უკან ტვირთების მოცულობა იზრდება, რაც სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრ როსტამ ღასემთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც სააგენტო Trend-ი ავრცელებს.


შეხვედრაზე TRACECA-ს წევრ ქვეყნებთან ირანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, პერსპექტივები, ასევე, ირანის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალი, უსაფრთხო და უწყვეტი სატრანზიტო გზების გამოყენების საკითხი განიხილეს.


ასეტ ასავბაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივნისიდან თურქმენეთმა ქვეყანაში უცხოური სატრანზიტო მანქანების შეშვება დაიწყო, რის შემდეგაც TRACECA გადამზიდველებს უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანი-თურქეთის მარშრუტზე მგზავრობის პირობებს აცნობს. ასევე, ორგანიზაციაში განიხილავენ იმ შესაძლებლობებს, რაც ირანს ამ მარშრუტზე ტრანზიტის განვითარებისთვის აქვს.


თავის მხრივ, როსტამ ღასემი აცხადებს, რომ ირანი, რეგიონის ქვეყნებთან ერთად, მზად არის ტრანზიტის მოცულობა გაზარდოს და ტარიფები დაარეგულიროს, ასევე, ტრანსპორტის სფეროში რეგიონული თანამშრომლობა გააფართოვოს.



„TRACECA-ს წევრ ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობები, თითოეულ მათგანს აქვს თავისი მახასიათებლები და გეოპოლიტიკა. როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო რეგიონული გადაზიდვები ურთიერთქმედებით არის შესაძლებელი. ირანს, როგორც TRACECA-ს წევრ ქვეყანას, აქვს ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნებში, ასევე, საზღვაო სექტორში - მაზანდარანისა და ქვეყნის სამხრეთ წყლებში საკუთარი მახასიათებლები,“ - აცხადებს მინისტრი.


ამასთან, მხარეებმა TRACECA-ს მრავალმხრივი სანებართვო სისტემაში ირანის მიერთების შესაძლებლობა განიხილეს, რაც საგუშაგოების მუშაობის შეფასებას, „ცხელი ხაზის“ კონცეფციის გამოყენებასა და რიგ სხვა საკითხებს მოიცავს.


დიჯიტალიზაციის მხრივ, TRACECA მზად არის, ქვეყნებს, მათ შორის ირანს, საერთაშორისო ტრანსპორტირებაში eTIR-ისა და eCMR-ის სისტემების დანერგვასა და გამოყენებაში, ასევე ციფრული ეკოსისტემის შექმნაში დაეხმაროს.


TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა კასპიის ზღვაში ირანის უდიდესი ნავთობჩასატვირთი პორტი, ნეკა მოინახულა. ამასთან, ის ამირაბადის პორტის ინფრასტრუქტურას გაეცნო და მშენებარე სარკინიგზო-საბორნე ნავმისადგომი, ასევე, მეტეოროლოგიური ცენტრი დაათვალიერა.


bpn.ge



თეგები:
TRACECA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up