ქალების მიერ ჩაცმის სავალდებულო კოდექსის დარღვევის მზარდი შემთხვევების აღკვეთის მორიგი მცდელობის მიზნით, ირანის ხელისუფლება კამერებს აყენებს საზოგადოებრივ ადგილებსა და ქუჩებში, რათა გამოავლინოს და დასაჯოს ქალები თავსაბურავის გარეშე, განაცხადა ირანის პოლიციამ 8 აპრილს.
მათი ვინაობის დადგენის შემდეგ, წესის დამრღვევები მიიღებენ "გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებებს კანონის [დარღვევის] შედეგების შესახებ", ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.