ირანი, თურქეთ, ჩილე, ურუგვაი - ბელარუსებმა ევროპული ბრენდები აღმოსავლურით ჩაანაცვლეს

ირანი, თურქეთ, ჩილე, ურუგვაი - ბელარუსებმა ევროპული ბრენდები აღმოსავლურით ჩაანაცვლეს

access_time2023-03-12 13:00:35

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსიისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, ბელარუსიაში ევროპული ბრენდების ალტერნატივის ძიება დაიწყეს. როგორც ბელარუსული პრესა წერს, ქვეყანაში ყველი - ჩილედან შემოაქვთ, ტკბილეული და ხილი - ირანიდან.

 

სანამ ბელგიური შოკოლადის იმპორტირებული მარაგი იწურებოდა, ტკბილეულის იმპორტიორებმა ბელარუსში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან შემოიტანეს პროდუქცია.

  

ახალი ბაზრის პირობებში, მაღალი ხარისხის შოკოლადის მიწოდება გაცილებით ნაკლებია, რადგან ცნობილი უცხოური სავაჭრო ნიშნები Ferrero, Mersi, Toffifee, Mozartkugeln, Halloren, Lindt, Chocmod, Cantucci, St Mitchel, Tivoli თაროებიდან გაქრა, სამაგიეროდ ისინი რუსულით ჩანაცვლდა (Собрание, Nestle, KDV group). კომპანია Топинвест-მა ტკბილეული და ორცხობილა ახლო აღმოსავლეთიდან შემოიტანა, იმპორტიორმა Шедевры вкуса-მ შოკოლადის შემოტანა ირანიდან დაიწყო, წერს ბელარუსული გამოცემა.

 


გარდა ამისა, უფრო და უფრო მეტი საკონდიტრო ნაწარმი ჩნდება თაროებზე თურქეთიდან (Ulker), სომხეთიდან  (Mark Sevouni, Sonuar), ირანიდან (Farmand) არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და სერბეთიდან.

 

ხორცპროდუქტებისა და ყველის სეგმენტში იმპორტიორებმა მომხმარებლებისთვის საყვარელი ევროპული ბრენდების რუსულით შეცვალეს. ამას გარდა, სერბული და იტალიური ყველის ნაცვლად თაროებზე ჩილესა და ურუგვაის ყველი გამოჩნდა.

 

გამოცემა წერს, რომ ბელარუსში ხილი და ბოსტნეული ძირითადად სომხეთიდან, ირანიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან შედის.

 

2 დღის წინ, თურქეთიდან ბელარუსში საქონლის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ჩანს, ბელარუსები თურქული პროდუქციის გარეშე მოუწევთ დარჩენა.


თეგები:
ბელარუსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up