ირანი არ აღიარებს უკრაინისგან ყირიმის, ასევე დონეცკის და ლუჰანსკის გამოყოფას, მიუხედავად იმისა, რომ თეირანსა და მოსკოვს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანმა ტელეკომპანია TRT World-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ ვესწრაფვით ორმაგ სტანდარტებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომს ერაყში, სირიაში, იემენში, პალესტინასა და ავღანეთში. ზუსტად ასე გამოვდივართ ომისა და ხალხის განდევნის წინააღმდეგ უკრაინაში. სხვა მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და ამ მიზეზით, მიუხედავად თეირანისა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობებისა, ჩვენ არ ვაღიარეთ ყირიმის გამოყოფას უკრაინისგან, არ ვაღიარეთ ლუჰანსკისა და დონეცკის გამოყოფა, იმიტომ რომ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს თანმიმდევრულ პრინციპებს საგარეო პოლიტიკაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ომი არ არის გამოსავალი უკრაინაში, ჩვენ ამას ვგულისხმობდით, ჩვენ ეს მიგვაჩნია ფუნდამენტურ პოლიტიკად და ამას ვეყრდნობით,“ - განაცხადა აბდოლაჰიანმა.