ირანის განცხადებით, ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე კიბერთავდასხმა აღკვეთეს. ამის შესახებ განცხადება ირანის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის კომპანიამ 6 იანვარს გააკეთა.
ირანის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის კომპანიის ხელმძღვანელის, ამირ მოჰამადზადე ლაჯევარდის თქმით, 5 იანვარს ცენტრალურ ბანკზე განხორციელდა DDoS-ის ფორმის შეტევა.(DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება). ლაჯევარდის კომენტარს ირანის ოფიციალური სააგენტო IRNA ავრცელებს.
ოქტომბერში Anonymous-ი და სხვა გლობალური ჰაკერული კომპანიები გამოვიდნენ მუქარით, რომ ირანის ინსტიტუტების და ოფიციალური პირების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს განახორციელებდნენ, რათა მხარი დაეჭირათ ანტისამთავრობო დემონსტრაციებისთვის და თავი აერიდებინათ ქვეყანაში მოქმედი საინტერნეტო ცენზურისთვის.
ირანის ცენტრალური ბანკი სექტემბერში აცხადებდა, რომ კიბერშეტევის გამო დროებით გაითიშა მისი ვებსაიტი.