ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ქვეყნის დასავლეთ პროვინცია ჰამადანში ლითიუმის უზარმაზარი საბადოები აღმოაჩინეს. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
სამინისტროს საოპერაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ებრაჰიმ ალი მოლაბეიგის თქმით, რეზერვში, სავარაუდოდ, 8.5 მილიონი ტონა ლითიუმი ინახება.
"ამ მაღაროს აღმოჩენას ოთხი წელი დასჭირდა.ინვესტორი მზად არის, მასში ინვესტიცია ჩადოს და მაღარო უახლოესს ორ წელიწადში აამოქმედოს". - ამბობს ებრაჰიმ ალი მოლაბეიგი.
ლითიუმი აუცილებელი ელემენტია ელექტრო მანქანების ბატარეების წარმოებისთვის. ის საშუალებას იძლევა, მანქანებმა ნახშირორჟანგის გამოყოფის გარეშე იფუნქციონირონ, რაც კლიმატის ცვლილებების მიერ წარმოქმნილი საფრთხის მასშტაბებიდან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მას ასევე "21-ე საუკუნის ნავთობს" უწოდებენ.