2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის ივლისამდე ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა - თითქმის 4 მილიონ ბარელამდე/დღეში.
ნავთობის მინისტრის ჯავად ოუჯის განცხადებით, მოპოვების ზრდა მიღწეული იქნა არსებული ჭაბურღილების შეკეთების, ახლის ბურღვისა და მათი დამუშავების წყალობით.
ეკონომიკურ საკითხებში ირანის მთავრობის წარმომადგენლის აჰსან ხანდუზის განცხადებით, ქვეყნის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 580%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
გაზის ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში ირანს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი მოუტანა, რაც მთელი გასული წლის შემოსავლის ტოლფასია. ირანს აქვს მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი გაზის საბადოები, ძირითადად გაზი გამოიყენება შიდა საჭიროებისთვის. ქვეყნისთვის მთავარ ბაზრებს წარმოადგენს ერაყი და თურქეთი.
წყარო: oilnews