ირანის ეროვნული ვალუტა ყველა დროის მინიმუმამდე დაეცა და 1 დოლარზე 600 000 რიალი გახდა. ირანის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს საერთო სახალხო ანტისამთავრობო პროტესტი და საერთაშორისო სანქციები.
აღსანიშნავია, რომ ირანის ინფლაცია იანვარში 53,4%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2 წლის განმავლობაში ის 41,4% იყო.
შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრ ირანელს დანაზოგი სრულიად ამოეწურა, მოსახლეობა კი აქტიურად ცდილობს არსებული ფულით დოლარი შეიძინოს, რომელიც დეფიციტშია.
პარალელურად ქვეყანა ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას და ირანმა გააღრმავა თავისი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, რუსეთთან და ვენესუელასთან.
FoxBusiness.com