ირანმა და კუბამ ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად, პირდაპირი საზღვაო გადაზიდვები დაიწყეს.
სიახლის შესახებ, ეკონომიკურ საკითხებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეჰდი საფარიმ განაცხადა.
„ბოლო წლებში ირანსა და კუბას კარგი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება ეთანამშრომლა კუბასთან სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში", - თქვა საფარიმ.
საფარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ერთ-ერთი პრობლემა იყო საზღვაო ხაზის არარსებობა.
„საზღვაო ხაზის გაჩენის წყალობით, ირანსა და კუბას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება“, - აღნიშნა მეჰდი საფარიმ.