ირანმა ფრანგული წარმოების ავტომობილების - Renault-ს, Peugeot-ს და Citroen-ის რეგისტრაცია და იმპორტი აკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tesnim-ი მრეწველობის, სამთო და ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერზე ომიდ კალიბაფზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ირანული ავტომწარმოებლები - İran Khodro და Saipa, ფრანგულ კომპანიებთან - Peugeot-სთან, Renault-თან და Citroen-თან თანამშრომლობდნენ. 2018 წელს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები საავტომობილო ინდუსტრიას შეეხო, ამან კი ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.
წყარო: trt.net.tr