ირანელი გენერლის სიკვდილის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველი განცხადება გამოაქცეყნა, სადაც მოკლედ წერს, რომ ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ მოლაპარაკებებში უკან არასდროს დაუხევია.
გენერალ ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ტრამპმა ტვიტერზე მხოლოდ შტატების დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
3 იანვარს გამთენიისას ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო შეტევისას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, ქუდსის ძალების ლიდერი, გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. საჰაერო დარტყმისას გენერალი სულეიმანი მანქანით მიჰყავდათ სამხედროებს აეროპორტის ტერიტორიაზე.
გენერალი სულეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის ქუდსის ძალებს აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი. პენტაგონის წარმომადგენელმა მალევე დაადასტურა, რომ ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ჩატარებული ოპერაცია.
on.ge