ირანში 15 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამის შესახებ ნათქვამია ირანის შრომის სამინისტროს განცხადებაში. ანგარიშის მიხედვით, განიხილება საჯარო მოხელეების მინიმალური ხელფასის კორექტირება.
გაზეთი Hamshahri, რომელიც ბოლო დღეებში სახელფასო საკითხზე ინტენსიურად მუშაობდა წერს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი 51%-ით უნდა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 81 მილიონი ადამიანია.