ირანში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 800-ზე მეტი დაშავდა. დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ირანის ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ხოიში, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 816 დაშავდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მოჰამად სადეგ მოთამადიანმა განცხადება დასავლეთ აზერბაიჯანის კრიზისების მართვის შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად 70 სოფელი დაზიანდა.