საგაზაფხულო ზეიმის, ნოვრუზის ერთ–ერთი მნიშვნელობა ისიც არის, რომ მზის კალენდრით სწორედ ამ დღეს დგება ახალი წელი ირანში. შესაბამისად, კვირას, 20 იანვარს, ირანში ახალი 1 401 წელი დადგა.
კვირას ირანში ესფანდის თვის ბოლო – 30 დღე იყო და მზის ჩასვლისთანავე დაიწყო ახალი წელი.
ირანის ქალაქების ქუჩები საახალწლოდაა მორთული. საახალწლო ზეიმის ტრადიციულ სიმბოლოს ირანში დიდი ზომის შეღებილი კვერცხები წარმოადგენს.
ადამიანები ამ დღეს ჰაჯი ფირუზის – წითლებში შემოსილი გაზაფხულის მახარობლის კოსტიუმში იმოსებიან.