3 ცხენი -„ირემა“, „ჯონდო“ და „გორდა“ აუქციონზე იყიდება. სამივე ცხენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე ცალ-ცალკე ლოტად ყიდის. „გორდას“ საწყისი ღირებულება 750 ლარია, „ჯონდოსი“ 600 ლარი, ხოლო „ირემასი“ 600 ლარი.
სამივე ცხენის გასხვისება 9 იანვარს ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონებზეა დაგეგმილი.
რაც შეეხება გასაყიდად გამოყვანილი ცხენების მახასიათებლებს:
ცხენი ირემა დაბადებულია 2011 წელს. სქესი: მდედრობითი. ჯანმრთელი.
ცხენი ჯონდო, სქესი: მამრობითი. ჯანმრთელი.
ცხენი გორდა, სქესი: მამრობითი.
11 იანვარს ჩანიშნულ აქუციონებზე კი გასაყიდად გამოყვანილია ცხენი „დინამიტი“, რომლის საწყისი ღირებულებაც 122 ლარია, ცხენი „კვირია“ საწყისი ღირებულებით 306 ლარი, ცხენი „ბოინგა“ საწყისი ღირებულებით 244 ლარი და ასევე ცხენი (კვიცი) „ალისა“, რომლის საწყისი გასაყიდი ღირებულებაც 183.60 ლარია.